თავში

სახელმწიფო უწყებების PR სამსახურებში 1037 ადამიანია დასაქმებული

სახელმწიფო უწყებების PR სამსახურებში 1037 ადამიანია დასაქმებული
სახელმწიფო უწყებების PR სამსახურებში 1037 ადამიანია დასაქმებული

2017-2018 წლების პერიოდში სახელმწიფო უწყებებში პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობა 4% -ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა 2018 წლის ათეული ასე გამოიყურება:

განათების სამინისტრო 49, თბილისის მერია 43, შშს 41, პარლამენტი 36.

„საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს - 1037.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც, 10%-მდე ზრდას წარმოადგენს. 2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში, 18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი - 20 047 896 ლარი,“-ნათქვამია საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system