თავში

სახელმწიფო მინისტრმა გლოვის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა

სახელმწიფო მინისტრმა გლოვის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა
სახელმწიფო მინისტრმა გლოვის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა

რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი ადამიანური ტრაგედიები, გაყოფილი ოჯახები, ხელოვნურად დაშორებული საზოგადოებები უკვე მრავალი წელია თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და უდიდესი ტკივილია", - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში თეა ახვლედიანმა განაცხადა. 

მან გლოვის დღესთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა. 

"7 აპრილს საქართველოს 4 მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვა მიმდინარე ოკუპაციის შემზარავი გამოვლინებაა. როგორც ცნობილია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 აპრილი მათი ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღედ გამოცხადდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ადამიანების გვერდით, რათა გაორმაგებული, გაერთიანებული ძალისხმევით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების უსაფრთხო და ღირსეული პირობები“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system