თავში

სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება - კახა კუჭავა

სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თით
სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება - კახა კუჭავა

"სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ "თბილისი პრაიდის" დაანონსებულ ღირესების მარშის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ყველანაირი ძალადობა თვიდან უნდა იქნას არიდებული. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნეს არიდებული ყველა სახის ძალადობა. ფაქტი ერთია, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის უფლება ყოველთვის იყო დაცული, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს ნამდვილად იყო დაცული და აუცილებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს ხვალ და ზეგ, რა საკითხთან დაკავშირებითაც უნდა თავისი უფლება გამოხატოს, არ შეეზღუდოს ეს უფლება. რაც შეეხება ძალადობის წახალისებას და შესაბამისად, ძალადობის განხორციელებას, მეეჭვება ადამიანი ვინც შეიძლება იყოს ამის მომხრე",- განაცხადა კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system