თავში

სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადასცეს

სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადასცეს
სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადასცეს

გაეროს ბავშვთა ფონდმა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და პერსონალს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადასცა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გაეროს ბავშვთა ფონდთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. 

გაეროს ბავშვთა ფონდი კვლავაც აგრძელებს დაუცველ ბავშვთა ჯგუფებისა და წინა ხაზზე მომუშავე პერსონალისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. 

ამ მიზნით, დღეს, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში გაეროს ბავშვთა ფონდმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა.

პერსონალური დაცვის საშუალებები დაეხმარება საქართველოს მასშტაბით მომუშავე სოციალურ მუშაკებს, მზრუნველებს, წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს, სერვისის მიმწოდებლებს, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრებ ბავშვებსა და სხვა დაუცველ ჯგუფებს, თავი დაიცვან COVID-19-საგან. 

დაცვის საშუალებებში იყო: სახის დამცავი ფარები, ხალათები, ციფრული თერმომეტრები, სადეზინფექციო ბარიერები და სადეზინფექციო ხსნარები, რომელთა გამოყენება უზრუნველყოფს ბავშვების, ახალგაზრდებისა და პერსონალის უსაფრთხო სამუშაო გარემოში საქმიანობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system