თავში

სახელმწიფომ უნდა შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია - კულუმბეგოვი

სახელმწიფომ უნდა შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია - კულუმბეგოვი
სახელმწიფომ უნდა შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ მიზნობრივ ჯგუფებში, მათ შორის 60 წლის ზემოთ მოქალაქეებში სახელმწიფომ სავალდებულო ვაქცინაცია უნდა შემოიღოს. 

„ჩვენ ძირითადი გენერირება მძიმე დაავადების და სიკვდილობის გვაქვს ასაკოვან ადამინებში, განსაკუთრებით 60-65 წლის ზემოთ. ამიტომ აქაც უნდა გავიზიაროთ განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა, როგორიც არის საფრანგეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. მე მაგალითად, მხარს ვუჭერ, რომ ასაკოვან ადამიანებში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი დაწესდეს, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში ათჯერ შეგვიმცირებს სიკვდილობის ციფრებს. ეს ნიშნავს ათასობით ჩვენს გადარჩენილ მოქალაქეს. ამიტომ, მიზნობრივ ჯგუფებში, სადაც ყველაზე მეტი მძიმე დაავადება და სიკვდილობაა, სახელმწიფომ მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის უნდა შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, მე, როგორც ექიმი, ამას მხარს ვუჭერ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system