თავში

სახელმწიფოს მეტი მონდომება და ძალისხმევა უნდა გამოეჩინა - გოგინავა

სახელმწიფოს მეტი მონდომება და ძალისხმევა უნდა გამოეჩინა - გოგინავა
სახელმწიფოს მეტი მონდომება და ძალისხმევა უნდა გამოეჩინა - გოგინავა

სახელმწიფოს მეტი მონდომება და ძალისხმევა უნდა გამოეჩინა, რათა ყველანაირი გზები გამოეყენებინა ვაქცინის შემოსატანად, - ამის შესახებ Report.ge-ს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.

გოგინავას თქმით, ქვეყანა ძალიან დიდ ხანს ემზადებოდა ვაქცინის მისაღებად და კრიტერიუმების დაკმაყოფილების პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. 

"ოფიციალურ სტრუქტურებს მეტი მონდომება და მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინათ იმიტომ, რომ ასე სტანდარტულად ვაქცინის მოთხოვნით, არ ხერხდება ამ ვაქცინის გაცემა, მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რადგან ძალიან ბევრი მსურველია. ამიტომ სახელმწიფომ მეტად უნდა მოინდომოს, რათა ყველანაირი გზებით ეცადოს ვაქცინის შემოტანას. რაც შეეხება "კოვაქსის" განცხადებას, მე არ ვიცი ეს ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდით ვაქცინის მისაღებად და წესით, ასეთი ხარვეზი არ უნდა ყოფილიყო", - განუცხადა Report.ge-ს ალექსნდრე გოგინავამ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ფაიზერის" განმარტებით, თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც მათ მიერ ერთიან განცხადებაში მოცემული კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system