თავში

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ დროისათვის, stopcov.ge-ზე ინფიცირებულების შესახებ არსებული მონაცემები უცვლელია და კვლავ 879-ს შეადგენს.

რაც შეეხება განკურნებულებს, მათი რიცხვი 20-ით გაიზარდა და ქვეყანაში სულ 724 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system