თავში

,,სახეზე სიმწრის სიცილი გვაქვს, ჯერჯერობით არანაირი რეგულაციის მოხსნა არ იგეგმება"

,,სახეზე სიმწრის სიცილი გვაქვს, ჯერჯერობით არანაირი რეგულაციის მოხსნა არ იგეგმება"
,,სახეზე სიმწრის სიცილი გვაქვს, ჯერჯერობით არანაირი რეგულაციის მოხსნა არ იგეგმება

ტელეწამყვანი და ივენთმენეჯერი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ამირან გამყრელიძესთან შეხვედრის შესახებ წერს.

,,ამირან გამყრელიძეს შევხვდით დღეს. სახეზე სიმწრის სიცილი გვაქვს. ჯერჯერობით არანაირი რეგულაციის მოხსნა არ იგეგმება. დაივიწყეთ ქორწილები, დაბადების დღეები, ნათლობები და ასე შემდეგ. 

სამაგიეროდ, არც ჩაკეტვა გემუქრებათო, დაგვაიმედა", - წერს მუსერიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალა. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. 

მთავრობის მიერ პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვები და ახალ რეგულაციები არაერთხელ გააპროტესტეს საკანონმდებლო ორგანოსთან ივენთ მენეჯერებმა და გასართობი ცენტრების წარმომადგენლებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system