თავში

სახლის პირობებში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს

სახლის პირობებში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს
სახლის პირობებში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს

"საქართველოში სახლის პირობებში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, აღნიშნულ პაციენტთან პირველადი ტესტი უკვე უარყოფითია და განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც ჩაითვლება ის გამოჯანმრთელებულად.

"ასეთი პაციენტი საქართველოში არის ერთი. ამ პაციენტს ჩაუტარდა ერთი ტესტი და იყო უარყოფითი, ველოდებით მეორე ტესტის პასუხს, რომ გახდეს უარყოფითი, რათა შესაძლებელი იყოს მისი გამოჯანმრთელებულად ჩათვლა. კლინიკურად ის აბსოლუტურად ჯანმრთელია.

საბედნიეროდ, როგორც ვხედავთ, ასეთი სიტუაცია ქვეყანაში არ გვაქვს, თუმცა, როცა ვეღარ დაიტევენ პაციენტებს ჩვენი კლინიკები. თუ ჩვენი კლინიკები ვეღარ დაიტევენ, ისევე როგორც ეს ხდება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაშინ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ უფრო მეტი ადამიანი დარჩება სახლში სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი დარჩა სახლში სამკურნალოდ, აქ იყო ოჯახური, პირადი მოტივები", – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system