თავში

საქართველომ "სინოვაკის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო

საქართველომ "სინოვაკის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო
საქართველომ სინოვაკის ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო

"სინოვაკის" ვაქცინის 100 ათასი დოზა უკვე საქართველოშია. 

ჩინური წარმოების ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

"სინოფარმის" მსგავსად, "სინოვაკის" ვაქცინაც ტრადიციული მეთოდებით არის დამზადებული.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "სინოვაკის" გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ დაიწყება, თუმცა ამ პროცესის დაყოვნების შემთხვევაში, მისი გამოყენების პირობებზე კლინიკური საბჭო კიდევ იმსჯელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system