თავში

საკმაოდ გაიზარდა ბავშვებში ინფექციის გავრცელება, ვმუშაობთ დამატებითი საწოლების მობილიზებაზე - მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვებში გაზრდილი ინფიცირების შემთხვევების გამო კლინიკურ სექტორთან დაწყებულია მუშაობა, დამატებითი პედიატრიული საწოლების მობილიზების მიზნით.

"საკმაოდ გაიზარდა ბავშვებში ინფექციის გავრცელება და შესაბამისად, მოთხოვნა პედიატრიულ საწოლზე. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია კლინიკურ სექტორთან, რათა მოხდეს მეტი პედიატრიული საწოლის მობილიზება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანი არის ბავშვები დავიცვათ ამ ვირუსისგან და აქედან გამომდინარე დღესდღეობით მიმდინარეობს არაერთი მსჯელობა იმასთან მიმართებით, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს პრევენციული ზომები მეტად უფრო ეფექტურად იმისათვის, რომ ბავშვების ინფიცირებისგან ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system