თავში

საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია ყალიბდება - ამირან გამყრელიძე

საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია ყალიბდება - ამირან გამყრელიძე
საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია ყალიბდება - ამირან გამყრელიძე

"ქვეყანაში მეხუთე ტალღა დაწყებულია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი განცხადებით, პანდემიის ეს ეტაპი მოულოდნელი, მაღალი ნიშნულიდან დაიწყო, რაც ეპიდსიტუაციას ართულებს. 

"მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს 4 000-ს. გაზრდილია ინციდენტობის, დადებითობის მაჩვენებელი, ასევე ძალიან საყურადღებოა, რომ პერიოდულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ინფექცია სწრაფად და ადვილად ვრცელდება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system