თავში

საკონსტიტუციო სასამართლოში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

საკონსტიტუციო სასამართლოში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა
საკონსტიტუციო სასამართლოში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და კვლევისთვის სინჯებს იღებენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში განმარტავენ, რომ დაცვის წევრი გარე პერიმეტრს იცავდა და მას საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია. 

დაცვის თანამშრომელი დედისგან დაინფიცირდა, რომელიც საკონდიტრო საწარმო „დონაში" იმყოფებოდა. სწორედ აღნიშნულის გამო ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება ინფიცირებულის შვილს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system