თავში

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ცნობილია

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ცნობილია
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ცნობილია

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცეს

ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა მოიცავს, როგორც ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობის გაზრდის ნაწილს, ისე სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის, მათ შორის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას ვაქცინაციის პროცესში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებას.

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მობილიზება საქართველოს მასშტაბით, დიდ ქალაქებში იგეგმება და ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის, რეგულარული ტესტირება სავალდებულო აღარ იქნება.

საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ქვეყანაში ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადები. აღინიშნა, რომ სხვადასხვა დასახელების ვაქცინის შემოსვლა ქვეყანაში ივლისიდან, ეტაპობრივად დაიწყება და წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა.

იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების პარალელურად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 355 368 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 341 103 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 083 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 34 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 595 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3059 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system