თავში

საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვები დააწესა

საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვები დააწესა
საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვები დააწესა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

ამასთან, შეიზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. 

სრულიად იკრძალება გასართობი ღონისძიებები - ფესტივალები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით.

მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას – ექვემდებარებიან დალუქვას.

კვების ობიექტები მუშაობას 00:00 საათის ნაცვლად დაასრულებენ 23:00 საათზე. 

საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system