თავში

საქართველოში მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ამ ეტაპზე 9 548 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 2 720 ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. 

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირება მძიმედ მიმდინარეობს 466 პაციენტთან.

"ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 466 პირი, მათ შორის, თბილისში - 224, აჭარაში - 67, იმერეთში -77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში - 62, აჭარაში - 8, იმერეთში - 8. 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 209 - თბილისში, 177 - აჭარაში. 6 428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 331 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 249, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 380 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 263 ადამიანი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system