თავში

სალომე ზურაბიშვილი ერქომაიშვილს: თქვენ წარმოადგენთ ღირსებას და ნამდვილ ქართველობას

სალომე ზურაბიშვილი ერქომაიშვილს: თქვენ წარმოადგენთ ღირსებას და ნამდვილ ქართველობას
სალომე ზურაბიშვილი ერქომაიშვილს: თქვენ წარმოადგენთ ღირსებას და ნამდვილ ქართველობას

"ჩვენ დიდი ხნის წინ, შევხვდით პარიზში, როცა ახალგაზრდები ვიყავით, თქვენ საქართველოს წარმომადგენელი იყავით, რომელთან შეხვედრაზეც ვოცნებობდი,"- ასე მიმართა ანზორ ერქომაიშვილს საქართველოს პრეზიდენტმა.

"თქვენ, ჩემს და ყველა იმ ადამიანის თვალში, ვინც მაშინ შეგხვდათ, წარმოადგენდით ძველ კულტურას, ტრადიციებს, ღირსებას, ნამდვილ ქართველობას. ეს დღესაც ასეა და არაფერი შეცვლილა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში გამოჩენილი ქართველი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

"მას შემდეგ წლები გავიდა. ალბათ, მაშინ ვერც თქვენ და ვერც მე ვერ წარმოიდგენდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ვიქნებოდი ამ ქვეყნის პრეზიდენტი და თქვენ დაგაჯილდოვებდით ბრწყინვალების ორდენით, რაც ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივი და ძალიან დიდი სიხარულია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system