თავში

სალომე ზურაბიშვილი ფრანგ რადიომსმენელს საქართველოზე უამბობს

სალომე ზურაბიშვილი ფრანგ რადიომსმენელს საქართველოზე უამბობს
სალომე ზურაბიშვილი ფრანგ რადიომსმენელს საქართველოზე უამბობს

ფრანგულ რადიოში France Bleu საქართველოს შესახებ გადაცემა მზადდება, რომლის პირველი სტუმარიც სალომე ზურაბიშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი ფეისბუკის საშუალებით ავრცელებს.

ზურაბიშვილის ცნობით, გადაცემა ეთერში ხვალიდან გავა და ერთი კვირის განმავლობაში ფრანგ მსმენელს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტურიზმის, გასტრონომიისა და მოგზაურობის შესახებ უამბობს. ვიქტორინის საშუალებით გათამაშდება საგზურებიც.

„უცხოურ მედიაში ასეთი ტიპის გადაცემები ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ტურისტების მოზიდვასა და ქართული ეკონომიკის გაძლიერებას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system