თავში

სალომე ზურაბიშვილი იაპონელ ხალხს უსამძიმრებს

სალომე ზურაბიშვილი იაპონელ ხალხს უსამძიმრებს
სალომე ზურაბიშვილი იაპონელ ხალხს უსამძიმრებს

სალომე ზურაბიშვილი იაპონელ ხალხს ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა გამო უსამძიმრებს. საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ სტიქიის შემდეგ იაპონია სწრაფად შეძლებს განახლებას.

ტაიფუნ „ჰაგიბისმა“ ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია, რომლის სიჩქარეც საათში 225 კილომეტრი იყო. სტიქიას ბოლო მონაცემებით 66 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით 92 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, 120 ათასი ადამიანი კი სუფთა წყლის დეფიციტს განიცდის. 7 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა, მაგრამ მათგან მხოლოდ 50 ათასამდე რჩება თავშესაფრებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system