თავში

სალომე ზურაბიშვილმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს დაბადების დღე მიულოცა

ზურაბიშვილმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს დაბადების დღე მიულოცა
სალომე ზურაბიშვილმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ-ულ-ისლამ ალას შუქურ ფაშა ზადეს აბადების დღის 70 წლის იუბილესა და მე-40 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა,

საქართველოს პრეზიდენტის პრესამსახური ცნობით, წერილი ადრესატმა ბაქოში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მიიღო. მისი შინაარსი შეკრებილ ფართო საზოგადოების წინაშე გააცნეს.

„ქართველები და აზერბაიჯანელები განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის ერები ვართ, მაგრამ განსხვავებული მრწამსის მიუხედავად, ახლო მეგობრობა გვაკავშირებს. ამ ურთიერთობის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში მე ყოველთვის ვხედავ თქვენსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირად როლს. მჯერა, რომ ეს მეგობრობა არასდროს შეიბღალება, გავუფრთხილდებით მას და ამით კიდევ უფრო გავაძლიერებთ რეგიონს, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიმშვიდე და განვითარება”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიწერილ მილოცვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system