თავში

სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს შეეჯახა - არის მსხვერპლი

სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს შეეჯახა - არის მსხვერპლი
სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. 

წინასწარი ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა, რა დროსაც ტრაილერს შეეჯახა. 

ავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მგზავრი, შუა ხნის კაცი ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციისა და მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system