თავში

აღიარებენ, რომ ნაგავს აჭმევენ ხალხს - აქცია-პერფორმანსი თბილისის მერიასთან PHOTO

აღიარებენ, რომ ნაგავს აჭმევენ ხალხს - აქცია-პერფორმანსი თბილისის
აღიარებენ, რომ ნაგავს აჭმევენ ხალხს - აქცია-პერფორმანსი თბილისის მერიასთან PHOTO

"ლებორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა თბილისის მერიის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს და ადმინისტრაციულ შენობასთან სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი ერთი ულუფა მიიტანეს.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დააჯარიმეს. მათი განმარტებით, აქტივისტები მიმდინარე ტერიტორიას ანაგვიანებდნენ.

როგორც report.ge-თან საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ამ ფორმით, თვითონვე აღიარებენ, რომ სოციალურად დაუცველებს ნაგავს აჭმევენ.

"აქცია-პერფორმანსი გვქონდა მერიასთან იმასთან დაკავშირებით, რომ გამოაცხადეს ტენდერები უფასო კვების მომსახურეობაზე, აქედან "ქართული ოცნების" რამდენიმე შემომწირველმა უკვე გაიმარჯვა, მათ შორის არის კომპანია "ალადაშვილი & CO", რომელიც დაჯარიმებულია ხორცის მოპარვის გამო. თემასთან დაკავშირებით მოტანილი გვქონდა პროდუქტი, რასაც აჭმევენ სოციალურად დაუცველებს და გვინდოდა შეგვეგზავნა მერიაში. არ შეგვატანინეს და დავტოვეთ ადმინისტრაციული შენობის წინ, მაგის გამო კი დაგვაჯარიმეს და განგვიმარტეს, რომ ვანაგვიანებდით და ვტოვებდით ნარჩენებს. თვითონვე აღიარებენ, რომ ნაგავს აჭმევენ ხალხს",- განაცხადა აქციის მონაწილემ report.ge-თან საუბარში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system