თავში

რატომ არ დაესწრო პატრიარქი სამებაში წირვას - ექიმის განმარტება

რატომ არ დაესწრო პატრიარქი სამებაში წირვას - ექიმის განმარტება
რატომ არ დაესწრო პატრიარქი სამებაში წირვას - ექიმის განმარტება

დღეს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ხარების სადღესასწაულო წირვას არ დასწრებია. 

როგორც პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ report.ge-ს განუცხადა, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და ის დილით ღვისმსახურებას საპატრიარქოში დაესწრო. სამებაში წირვას კი წნევის ცვალებადობის გამო, ექიმის რჩევით არ დაესწრო. ცისანა შარტავას განმარტებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

,,წნევის ციფრები ჰქონდა ოდნავ მომატებული და ძალიან ვთხოვეთ, რომ დღეს თავი შეეკავებინა, ვინაიდან წინ ბზობაა, აღდგომაა და უფრო ყოჩაღად იყოს. როგორც იცით, გუშინ ბრძანდებოდა ლოცვაზე, დღეს დილით კი ღვთისმსახურებას საპატრიარქოში დაესწრო", - განუცხადა report.ge-ს ცისანა შარტავამ. 

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system