თავში

სამების საკათედრო ტაძარში გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.

 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში გუშინ, 22 მაისს გადმოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა და თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრნენ.

გენერალი გიორგი კვინიტაძე რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის სახელს უკავშირდება რეგულარული ქართული არმიისა და იუნკერთა სასწავლებლის შექმნის იდეა.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გენერალი მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იძულებით ემიგრაციაში წავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system