თავში

"სამეფო უბნის თეატრი" შეზღუდვებს აპროტესტებს

"სამეფო უბნის თეატრი" შეზღუდვებს აპროტესტებს
სამეფო უბნის თეატრი შეზღუდვებს აპროტესტებს

"სამეფო უბნის თეატრი" პროტესტს გამოთქვამს ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თეატრების გახსნა პირველი ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე გადავადდა.

"ჩვენ ვიცით, რომ როგორც წინა, ისევე ეს თარიღიც პირობითია და შესაძლოა, კიდევ მრავალჯერ გადაიდოს თეატრების გახსნა. ასევე, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ძალიან მალე, შეუძლებელი გახდება ღია ცის ქვეშ წარმოდგენების გამართვა.

ყველა თეატრი საქართველოში იაზრებს, რომ მაყურებლისა და თეატრის პერსონალის უსაფრთხოება იყო, არის და იქნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, განსაკუთრებით კი დღეს შექმნილ ვითარებაში, ამიტომ მომავალი სეზონი მთლიანად დადგენილი რეგულაციების დაცვით დავგეგმეთ. მოვითხოვთ, სხვა მრავალი დაწასებულების, სფეროს, თუ სექტორის მსგავსად, ჩვენც მოგვეცეს მუშაობის გაგრძელების უფლება.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით ლოგიკასმოკლებული სიმკაცრის რეგულაციების შემუშავებას სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა დაწესებულებები შედარებით თავისუფლად აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.

მოვითხოვთ, სახელოვნებო ორგანიზაციებთან დიალოგისა და ეფექტური კომუნიკაციის ფარგლებში განიხილოს შექმნილი ვითარება, მოინახოს ამ ვითარებიდან გამოსავალი და დაუყოვნებლივ გადაიხედოს დღევანდელი დადგენილება, რათა 1 ოქტომბრიდან მოგვეცეს მაყურებელთან შეხვედრისა და ჩვენი საქმიანობის აღდგენის უფლება,"
- აღნიშნულია "სამეფო უბნის თეატრის" განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system