თავში

სამეგრელოში ინფიცირების შემთხვევების ზრდის შესაჩერებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს

სამეგრელოში ინფიცირების შემთხვევების ზრდის შესაჩერებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს
სამეგრელოში ინფიცირების შემთხვევების ზრდის შესაჩერებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე სპეციალისტებთან ერთად განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კლინიკებსა და საკარანტინე ზონებში არსებული ვითარება.

ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით აღინიშნება ინფიცირების შემთხვევების მატება, დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,8%-ია.

სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა და მას საბჭოს წევრები, ძალოვანი სტრუქტურების სამხარეო ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტების მერები, დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და რესურსცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის მონაცემებით გვაქვს 161 ახალი შემთხვევა 3400-მდე გატესტილი მოქალაქიდან. ყველაზე მეტი გამოვლენა გვაქვს სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც დაფიქსირდა 60 ახალი შემთხვევა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად გავამკაცრეთ ჯარიმების საკითხი - პოლიცია, შრომის ინსპექცია, მუნიციპალური სამსახურები მაქსიმალურად აკონტროლებენ ნიღბების ტარების, რეგულციების დაცვის საკითხს, გამოვლინების შემთხვევაში კი აჯარიმებენ ყველა კანონდამრღვევს. სასწავლო დაწესებულებებში კოვიდ ინფექციის დადასტურების შემდეგ მყისიერად იქნება გადაწყვეტილება მიღებული ობიექტის დახურვის შესახებ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ვირუსის გავრცელება“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის კოვიდ ინფექციის დადასტურების გამო სასწავლო პროცესი მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადასულია რეგიონის 12 სკოლაში, 15 საბავშვო ბაღში კი შეწყვეტილია სააღმზრდელო პროცესი.

ოპერაციულმა შტაბი მოქალაქეებს მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით ნებადართული არ არის. შტაბმა განიხილა სოციალურ ღონისძიებებსა და პირბადეების ტარების საკითხზე კონტროლის გამკაცრება, რაშიც პოლიციასთან და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობები არიან ჩართული.

ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 832 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 229 რეგიონში არსებულ ოთხ კოვიდკლინიკაში მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 1149 მოქალაქე. რეგიონში ფუნქციონირებს 3 საკარანტინე სივრცე (პალმბიჩი, პრატაპი, ანაკლია), სადაც კარანტინში იმყოფება - 112 მოქალაქე.

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში დღეის მდგომარეობით სულ ანტიგენის ნიმუშის აღებაზე ჩართულია 53 სამედიცინო დაწესებულება. ყველა ინფიცირებულის კონტაქტების გამოვლენა და მათი ტესტირება ხორციელდება. დაწესებულებებში ინფიცირების შემთხვევაში ხორციელდება მასიური ტესტირება, ასევე მასიური ტესტირება და თერმოსქრინიგი ტარდება კონკრეტულ უბნებსა და სოფლებში კოვიდ-19-ის შემთხევების აღმოჩენისას

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system