თავში

სამეგრელო შესაძლოა ჩაიკეტოს

სამეგრელო შესაძლოა ჩაიკეტოს
სამეგრელო შესაძლოა ჩაიკეტოს

სამეგრელოს რეგიონი შესაძლოა ჩაიკეტოს. ჯერჯერობით, გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის გამკაცრების თაობაზე ოფიციალური განცხადება არ კეთდება თუმცა, აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ კარანტინის ზომები  რეგიონში გამკაცრდება. მიზეზი ერთ-ერთი სპორტსმენია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. დადგენილია მისი კონტაქტები, რომელიც ათეულებს სცდება. შესაძლოა სწორედ ეს გახდეს მიზეზი იმის, რომ კარანტინის ზომები რეგიონში გამკაცრდეს.

ამ დროისთვის, ზუგდიდის შესასვლელს, ისევე როგორც საქართველოს 8 დიდ ქალაქს შსს-ს და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. მოწყობილია ე.წ. ბლოკპოსტები, სადაც მოქალაქეებს გადაადგილებისას ტემპერატურას უზომავენ. სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, კი მათ ქალაქის დატოვების საშუალებას არ აძლევენ და სტაციონარში ათავსებენ. 

სპორტსმენმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ყველა იმ პირს, ვისთანაც შეხება ჰქონდა, ბოდიშს უხდის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system