თავში

სამგორში რიგის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

სამგორში რიგის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა
სამგორში რიგის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

სამგორის რაიონში რიგის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. ნაწილობრივ განახლდა მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარიც. 

განახლებული პარკი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ფანჩატურები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები; განთავსდა საბაღე ფურნიტურა და სასმელი წყლის შადრევნები. დაემატა გამწვანებული თარგები და გაიზარდა მწვანე საფარის მოცულობა. დაირგო 728 ძირი ხე და 486 ძირი ბუჩქი, 20 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი.

განხორციელებული სამუშაოების ღირებულება 5 100 000 ლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system