თავში

სამგზავრო რეისები განახლდა

სამგზავრო რეისები განახლდა
სამგზავრო რეისები განახლდა

დღეიდან სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. მოძრაობა ხუთი მიმართულებით აღდგა. ეს მიმართულებებია: ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი და ფოთი. პირველი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით 08:00 საათზე შესრულდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსის საპრევენციოდ შემუშავებული რეკომენდაციებით, მატარებლის ყველა შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციის დისპენსერი, ვაგონში მგზავრთა ყოფნის, ჩასხდომისა და გადმოსხდომის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

ყოველი შესრულებული რეისის შემდეგ მოხდება სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system