თავში

სამგზავრო მატარებლებისა და სადგურების დეზინფექცია ყოველდღიურად ჩატარდება - VIDEO

სამგზავრო მატარებლებისა და სადგურების დეზინფექცია ყოველდღიურად ჩატარდება - VIDEO
სამგზავრო მატარებლებისა და სადგურების დეზინფექცია ყოველდღიურად ჩატარდება - VIDEO

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის ყველა მატარებელი და სარკინიგზო სადგურები ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, გარდა იმისა, რომ მათი დასუფთავება და სველი წესით დალაგება, დადგენილი ნორმების შესაბამისად ყოველდღე მიმდინარეობდა, სარკინიგზო შემადგენლობებში და სადგურებში დამატებითი დეზინფექცია ჩატარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებებით. ასევე, ყველა სამგზავრო მატრებელში და სადგურებზე დამონტაჟდება ხელის სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერები.

სარკინიგზო ტრანსპორტისა და სადგურების დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system