თავში

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გამო 42 ბაღი დაიხურა

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გამო 42 ბაღი დაიხურა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გამო 42 ბაღი დაიხურა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის გამო 42 საბავშვო ბაღი დახურულია, 37 სკოლა კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა. 

მალხაზ თორიამ რეგიონის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მიმოიხილა.

დისტანციურად გამართულ თათბირზე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების აღსრულებაზე ისაუბრეს, ასევე შეეხნენ ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას.

როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის ინფიცირებულია 1205 მოქალაქე, მათგან 279 მოქალაქე მკურნალობს რეგიონის ოთხ კოვიდ კლინიკაში. 

როგორც ცნობილია საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე. სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system