თავში

ავარია ქარელთან - დაშავებულია სამი ადამიანი

ავარია ქარელთან - დაშავებულია სამი ადამიანი
ავარია ქარელთან - დაშავებულია სამი ადამიანი

ქარელთან ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 

მათ შორის ერთის, 30 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება.

დაშავებულებიდან ერთი კლინიკა გორმედში მკურნალობს, კიდევ ერთს კი ამბულატორიული დახმარება გაეწია და სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system