თავში

"სამი სიახლე ახალ შტამზე... სამწუხაროდ, ამას საქართველო ვეღარ უშველის" - ზაზა წერეთელი

"სამი სიახლე ახალ შტამზე... სამწუხაროდ, ამას საქართველო ვეღარ უშველის" - ზაზა წერეთელი
სამი სიახლე ახალ შტამზე... სამწუხაროდ, ამას საქართველო ვეღარ უშველის - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" შესახებ სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას აქვეყნებს:

"სამი ინფო სამხრეთ აფრიკიდან, სადაც კოვიდის ახალი შტამი მძვინვარებს

1) შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და როგორც გაფიკიდან ხედავთ შემთხვევების გაორმაგებას დასჭირდა სულ 2 დღე, მაშინ როცა დელტას დროს მაგალითად ეს მაჩვენებელი იყო 5 დღე.

2) საქართველომ რომ გაითვალისწინოს უკვე კარგი იქნება - როგორც სამხრეთ აფრიკელები აცხადებენ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და პედიატირული განყოფილებების სრულ მზადყოფნაში მოიყვანა

3) შემთხვევების უმეტესობა სამხრეთ აფრკაში ისევ აუცრელებშია...ნუ ამას საქართველო სამწუხაროდ ვერ უშველის ამ მოკლედ დროში, სანამ ეს შტამი საქართველოშიც შემოაღწევს" - წერს წერეთელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system