თავში

სამხარაულის ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სამხარაულის ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სამხარაულის ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მამუკა ჯანგულაშვილი უხელმძღვანელებს. შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

მამუკა ჯანგულაშვილი, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად დანიშვნამდე, იყო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი; ხოლო, მანამდე იკავებდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.

მამუკა ჯანგულაშვილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

იგი პროფესიით სამართალმცოდნეა, განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა ჯანგულაშვილმა ლერი ბარნაბიშვილი შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system