თავში

სამხედრო სამსახური პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებსაც გადაუვადდებათ

სამხედრო სამსახური პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებსაც გადაუვადდებათ
სამხედრო სამსახური პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებსაც გადაუვადდებათ

პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ, - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ  პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება არ ეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს იმავე პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში.

"საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები. სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ბევრი ახალგაზრდა სწორედ აღნიშნული შესაძლებლობის არარსებობის გამო წყვეტდა სწავლას ან საწყის ეტაპზევე უარს ამბობდა პროფესიული განათლების მიღებაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცვლილებების საფუძველზე სამხედრო სამსახურის გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system