თავში

სამხედროებმა ამერიკული ტყვიამფრქვევის ექსპლუატაციის კურსი დაასრულეს

სამხედროებმა ამერიკული ტყვიამფრქვევის ექსპლუატაციის კურსი დაასრულეს
სამხედროებმა ამერიკული ტყვიამფრქვევის ექსპლუატაციის კურსი დაასრულეს

საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ამერიკული წარმოების NATO-ს 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის ტყვიამფრქვევებით უკვე აღიჭურვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,საერთო საჯარისო ცენტრში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური მომზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს, სადაც ამერიკელმა ინსტრუქტორებმა მათ ტყვიამფრქვევის სათანადოდ გამოყენების მიზნით თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს.

პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში, სწავლების მონაწილეები 100-დან 600 მეტრამდე დისტანციაზე სასწავლო სროლის სავარჯიშოებს კრწანისის პოლიგონზე ერთი კვირის განმავლობაში ასრულებდნენ. აღნიშნული ტიპის ტყვიამფრქვევი ქვედანაყოფის საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობებსა და ბრძოლის ველზე მოქმედების ეფექტურობას ზრდის.საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებით დაკომპლექტება, შეიარაღებისა და აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის ძალების შესაძლებლობებისა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას ემსახურება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system