თავში

სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას მიმართავს

სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას მიმართავს
სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას მიმართავს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებს მიმართავს, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში მოსახლეობას ბინაზე მკურნალობის წესები განუმარტონ.

,,აშკარაა, მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები. არაერთი ინფიცირებული პირი აცხადებს, რომ დღეების განმავლობაში ვერ იღებს სამედიცინო დახმარებას და კონსულტაციას.

შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს ვადებში:

მოსახლეობას განუმარტონ კოვიდით დაინფიცირების დროს როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. უფრო ზუსტად, ვის და რა ვადაში ევალება დაუკავშირდეს პაციენტს; როგორი ფორმით და სიხშირით განხორციელდება პაციენტებზე ზედამხედველობა შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ; რომელი კონკრეტული უწყებაა ამ პროცესზე ზედამხედველი, რათა პაციენტებმა შეძლონ არსებულ პრობლემებზე მისთვის ინფორმაციის მიწოდება და დროული დახმარების მიღება.

გასცენ პირველადი სამედიცინო რჩევები, რითიც უნდა იხელმძღვანელოს ინფიცირებულმა თვითმკურნალობის დროს მანამ, სანამ ექიმი დაუკავშირდება", - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system