თავში

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ფრენის განრიგები ყოველდღიურად იცვლება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ფრენის განრიგები ყოველდღიურად იცვლება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ფრენის განრიგები ყოველდღიურად იცვლება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, ავიაკომპანიები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ რეგულარული რეისების ფრენის განრიგების ცვლილებას, მათ შორის არსებული სიხშირეების შემცირებას და/ან გაუქმებას.

ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საჰაერო მიმოსვლის შემზღუდავ ზომებს იღებენ სახელმწიფოები და საავიაციო ხელისუფლებები.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს მიმდინარე კვირის ფრენის განრიგების ყოველდღიურ განახლებას საკუთარ ვებგვერდზე.

ამასთან, 2020 წლის 17 მარტის 11:00 საათის მდგომარეობით, ავიაკომპანია „ვიზეარმა” ქუთაისი-ათენი-ქუთაისის, ქუთაისი-ბუდაპეშტი-ქუთაისისა და ქუთაისი-ეინდჰოვენის მიმართულებით ფრენები გააუქმა.

ვინაიდან ვითარება კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე მსოფლიოში ყოველდღიურად იცვლება, სააგენტო მგზავრებს მოუწოდებს, ხშირად გადაამოწმონ ფრენასთან დაკავშირებული ინფორმაცია უშუალოდ გადამყვან ავიაკომპანიასთან და შესაბამისი აეროპორტის ვებგვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system