თავში

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის პროექტი ახალგაზრდებს წარუდგინეს

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგ
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის პროექტი ახალგაზრდებს წარუდგინეს

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სტრატეგიის პროექტი სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ახალგაზრდებს წარუდგინდა. 

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა, რომ პოლიტიკა გათვლილია ათწლიან პერსპექტივაზე და მსი მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან. 

"ახალგაზრდები ჩართული იყვნენ სტრატეგიის შემუშავების პროცესშიც, რომელიც ინკლუზიური და ღია იყო, შესაბამისად დღეს მოხდა შეფასება, თუ როგორ აისახა დასრულებულ დოკუმენტში მათ მიერ ინიცირებული საკითხები. შეხვედრაში მონაწილეობას იღბდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები,ვინც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ სტრატეგიის განხილვაში", - განაცხადა ლია გიგაურმა. 

საინფორმაციო კამპანიაში პროგრამა „PITA”-ს ახალგაზრდული ცენტრების წევრები სხვადასხვა რეგიონებიდან იყვნენ ჩართული. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system