თავში

სამორინეში ბუნებრივი აირით მოწამლული 5 ადამიანი კლინიკიდან გაწერეს

სამორინეში ბუნებრივი აირით მოწამლული 5 ადამიანი კლინიკიდან გაწერეს
სამორინეში ბუნებრივი აირით მოწამლული 5 ადამიანი კლინიკიდან გაწერეს

სამორინეში გაზით მოწამლული 5 ადამიანი საავადმყოფოდან გაწერეს. როგორც report.ge-ს კლინიკა "მედისონის" ექიმებმა განუმარტეს, მათ გაზით ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ. ხუთივე მათგანს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შემდეგ, პაციენტები კლინიკიდან გაწერეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გუშინ 5 ადამიანი მოიწამლა. 

„თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას კომპანია NCC-მ საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა. შედეგად 350 აბონენტს ავარიულად შეუწყდა გაზმომარაგება. შემთხვევის ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა გაზმომარაგების ონკანები. უსაფრთხოების მიზნით შემოწმდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები. შემოწმებისას დადგინდა, რომ, სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო ვენტილაციის არხებით გაზი კაზინო „ბეთლაივში“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“ შევიდა. საპატრულო პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა და შენობები გაანიავა. 

"ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სარემონტო სამუშაოები მისი დასრულებისთანავე დაიწყება. კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტისთვის. გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება“ , - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system