თავში

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშვველი თორნიკე კიპაროიძე დაიღუპა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. 

"ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ყავს",- აღნიშნავენ უწყებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system