თავში

სამტრედიის ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

სამტრედიის ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
სამტრედიის ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

სამტრედიაში ნავთიბის ბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

სამტრედიაში, ნაჩხატაურის უბანში ნავთობბაზაზე ცეცხლი საწვავით სავსე რეზერვუარს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ნავთობბაზა არის ყველაზე დიდი საწვავის ტერმინალი დასავლეთ საქართველოში, იყო მისი აფეთქების საშიშროება, თუმცა მეხანძრე მაშველებმა შეძლეს ხანძრის დროული ლოკალიზება. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე, იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან და სამეგრელოდან 14 სამაშველო ჯგუფი და 70-მდე მეხანძრე მუშაობს. ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system