თავში

რა ხდება ახალქალაქში - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის კომენტარი

რა ხდება ახალქალაქში - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის კომენტარი
რა ხდება ახალქალაქში - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის კომენტარი

ხალქალაქში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება - ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, მოხდა მკვლელობა და სავარაუდო მკვლელის ახლობლებს დაუპირისპირდნენ გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები. 

"ახალქალაქში მოხდა მკვლელობა. კრიმინალური შემთხვევაა. ამის შემდეგ გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები დაუპირისპირდნენ სავარაუდო მკვლელის საახლობლოს. ამ დროისათვის, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს," - განუცხადა Report.ge-ის სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა ახალქალაქში. ორ ჯგუფს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაჭრილებიც. დამწვარია 4 სახლი და 1 სასტუმრო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system