თავში

"სამწუხარო რეალობაა" - პაატა იმნაძე

​"სამწუხარო რეალობაა" - პაატა იმნაძე
სამწუხარო რეალობაა - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, სამწუხარო რეალობაა, ის რომ დღეს არც ისე ადვილია ვაქცინების მოპოვება მსოფლიო ბაზარზე.

მისივე თქმით, დღეს ევროკავშირსაც აქვს პრობლემები ვაქცინების მოწოდების თვალსაზრისით.

"სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს არც ისე ადვილია ვაქცინების მოპოვება მსოფლიო ბაზარზე. დღეს ევროკავშირსაც კი აქვს პრობლემები ვაქცინების მოწოდების თვალსაზრისით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ის ქვეყნები დაიკმაყოფილებენ თავიანთ ძირითად მოთხოვნილებებს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ და ჰქონდათ, წინასწარ ჩაედოთ მილიარდობით დოლარი ვაქცინების წარმოებაში, უფრო გაადვილდება ვაქცინების შესყიდვა. 

ჩვენ მხოლოდ "კოვაქსის" პლატფორმის იმედად ვერ ვიქნებით. 

"კოვაქსიდან" მხოლოდ "ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" ძალიან მცირე დოზები გვაქვს მიღებული და პრაქტიკულად, ქვეყანაში ვაქცინაციას ფართოდ ვერ დავიწყებდით", - განაცხადა პაატა იმნაძემ მედიავებინარზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system