თავში

"სამწუხაროა, რომ არ შეგვატყობინეს" - ლომჯარია ციხეში გაჩენილ ხანძარზე

"სამწუხაროა, რომ არ შეგვატყობინეს" - ლომჯარია ციხეში გაჩენილ ხანძარზე
სამწუხაროა, რომ არ შეგვატყობინეს - ლომჯარია ციხეში გაჩენილ ხანძარზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მივიდა, სადაც გუშინ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.

მისი თქმით, ხანძრის შესახებ სახალხო დამცველის აპარატისთვის შესაბამის უწყებებს არ უცნობებიათ.

"საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე გავიგეთ, რომ ხანძრის შედეგად გარდაცვლილია ორი პატიმარი. სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა არ შეგვატყობინეს აღნიშნულის თაობაზე. დღეს უკვე, რამდენიმე საათია, ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზე. ვიცი, რომ გაესაუბრნენ პატიმრებს, ასევე დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. მათთვის იგივე ინფორმაცია არის ცნობილი, ხანძარი დაიწყო სასადილოში. სადილის შემდგომ იმყოფებოდა იქ ერთი პირი, რომლის გამოყვანასაც ცდილობდა სხვა პატიმარი. ჯერჯერობით რაც ვიცი, ეს სასადილო არის მოშორებით, სადაც იმყოფებიან პატიმრები, ე.წ.ზონისგან. ვნახავ გავესაუბრები პატიმრებს, რამდენად იგრძნობოდა მათთვის საფრთხე, იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია შექმნილ ვითარებაში. ჩვენ გავესაუბრეთ სამეურნეო ნაწილის პატიმრებს და ისინი აცხადებენ, რომ არ იყო ასეთი საფრთხე. დაშავებულების შესახებ არ ვიცი, ვიცი მხოლოდ, რომ არის ორი გარდაცვლილი, რომლებიც სასწრაფომ წაიყვანა", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system