თავში

"სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე" - გურამ როგავამ "რუსთავი 2" დატოვა

"სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე" - გურამ როგავამ "რუსთავი 2" დატოვა
სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე - გურამ როგავამ რუსთავი 2 დატოვა

გურამ როგავამ "რუსთავი 2" დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"მადლობა "რუსთავი 2-ს" ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის. მადლობა, ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ორი წლის განმავლობაში ჩემს პროფესიულ განვითარებაზე გულწრფელად ზრუნავდა, მეხმარებოდა და მაძლიერებდა.

 სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე, - ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი.

ცვლილებების დროა! მადლობა მაყურებელს, რომელიც გადაცემა P.S.-ის მოულოდნელი გაუჩინარების გამო, წუხილს მიზიარებდა, მამხნევებდა და ჩვენი გუნდის ეთერში დაბრუნების იმედს გამოთქვამდა. 

მეამაყება თითოეული გადაცემა, რომელიც ამ მოკლე დროში მოვამზადეთ.

ბოდიში იმის გამო, რომ ვერ დავაბრუნე "პოსტსკრიპტუმი", რომლის ამბიციაც იყო ეჩვენებინა შეუნიღბავი რეალობა და დამდგარიყო ხალხის გვერდით. 

მჯერა, იგივე ამბიციით მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ეს "რუსთავი 2-ზე" არ მოხდება! დროებით!", - წერს როგავა სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system