თავში

სამწუხაროდ მობილობა არ შემცირდა, პიკში ვართ და დანის პირზე გავდივართ - გამყრელიძე

სამწუხაროდ მობილობა არ შემცირდა, პიკში ვართ და დანის პირზე გავდივართ - გამყრელიძე
სამწუხაროდ მობილობა არ შემცირდა, პიკში ვართ და დანის პირზე გავდივართ - გამყრელიძე

უქმე დღეების მიუხედავად, არაა შემცირებული მობილობა, დანის პირზე გავდივართ, რომ არ მივიღოთ ძლიერი ნახტომისებური ეპიდაფეთქება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 76 პროცენტია, რაც არ არის ცუდი შედეგი.

„ჩემი პირადი შეხედულებით, ჩვენ გარკვეულწილად პიკში ვართ ახლა. შეიძლება, ეს პიკი გაგრძელდეს ორი-სამი კვირის განმავლობაში. არ მგონია, რომ ამ პიკში გვქონდეს და არც გვინდა, რომ გვქონდეს ისეთი მაჩვენებლები, როგორიც გვქონდა ნოემბრის ბოლოს-დეკემბერში ანუ 4-5000 შემთხვევა დღეში და ზოგჯერ მეტი. ახლა მე ვფიქრობ, რომ ახალი შემთხვევების რიცხვმა უნდა იმერყეოს 1 000-2 000-ის ფარგლებში. 

პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 76% გვაქვს, რაც არ არის ცუდი, მაგრამ კარგი იქნება, თუ ავალთ 90-95%-ზე. 

სამწუხაროდ, არ არის შემცირებული მობილობა, მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღეებია და გარკვეული შეზღუდვები დღესასწაულებზე გვქონდა. ასე რომ, დანის პირზე გავდივართ ახლა, რომ არ მივიღოთ ძლიერი ნახტომისებური ეპიდაფეთქება. ამისთვის აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ, რომ სერიოზულია ეპიდსიტუაცია და უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, მეტად დავაჩქაროთ ვაქცინაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system