თავში

"სამწუხაროდ, საზოგადოება ვერასდროს გაიგებს რა მოხდა სინამდვილეში" - რას ყვება ბრალდებულის ძმა

"სამწუხაროდ, საზოგადოება ვერასდროს გაიგებს რა მოხდა სინამდვილეში" - რას ყვება ბრალდებულის ძმა
სამწუხაროდ, საზოგადოება ვერასდროს გაიგებს რა მოხდა სინამდვილეში - რას ყვება ბრალდებულის ძმა

სამწუხაროდ, საზოგადოება ვერასდროს გაიგებს რა მოხდა სინამდვილეში,- ამის შესახებ Report.ge-ს გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმამ განუცხადა.

მისი თქმით, პროკურატურას საკუთარი იმიჯი უფრო მეტად აღელვებს ვიდრე სიმართლის დადგენა.

"სიმართლე ისაა, რომ არაპროფესიონალების არაპროფესიონალურად ჩატარებულ გამოძიებას 5 უდანაშაულო ადამიანი ეწირება. საწმუხაროდ, პროკურატურის უნიათობის გამო საზოგადოება ვერასდროს გაიგებს რა მოხდა სინამდვილეში", - ამბობს ვახო რევაზიშვილი.

ბრალდებულის ძმამ ვიდეო-ექსპერტიზაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპერტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში თავადაც ამბობდა. 

"ვიდეო-ექსპერტიზით დადასტურდა ზუსტად ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდი. ეს ყველაფერი ექსპერტიზის ჩატარების გარეშეც ნათლად ჩანდა კადრებში, უბრალოდ პროკურორებს არ აწყობთ დაინახონ ეს ყველაფერი", - განუცხადა Report.ge-ს ბრალდებულის ძმამ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების მხარემ, გუშინ, სასამართლო სხდომაზე ვიდეო-ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system