თავში

"სანამ მკერავთან მიხვალთ, აუხსენით, რომ თქვენთვის შეკერილი კაბა თვითონ არ ჩაიცვას"

"სანამ მკერავთან მიხვალთ, აუხსენით, რომ თქვენთვის შეკერილი კაბა თვითონ არ ჩაიცვას"
სანამ მკერავთან მიხვალთ, აუხსენით, რომ თქვენთვის შეკერილი კაბა თვითონ არ ჩაიცვას

გამოცემა "ტაბულას" დაფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, რომელმაც აღნიშნულ პოზიციაზე დროებით უარი განაცხადა და მეუღლის, გიგა ბოკერიას საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ფოთის ზედხედის გადასაღებად ფოტოგრაფი დაიქირავა, რომელმაც ფოტო მისი ნებართვის გარეშეშე გაავრცელა. "ფოტოების გადასაღებად ფოტოგრაფი ვიქირავე და სანამ ჩემს ნაყიდ პროდუქტს გამოვიყენებდი, იმან დამასწრო და გამოაქვეყნა.
ეგეთი რამე სად ხდება? ჩემი თხოვნითაა გადაღებული ფოთის ზედხედი გიგას კამპანიისთვის. ჩემი ფოტოებია და ფრიალებს ყველგან . თურმე კარგი ყოფილა. კარგი რომაა, მაგიტომ გადავაღებინე მაგრამ აბა ....მოკლედ, სანამ მკერავთან მიხვალთ, აუხსენით რომ თქვენთვის შეკერილი კაბა, თვითონ არ ჩაიცვას. საჭირო ყოფილა ამის ახსნა ჩვენს კლინიკაში. "ტაბულაში" ჩამიგდეს, ნახე, რა ლამაზია, ხო არ ვკითხოთ და დავდოთო. მე რაც შევუკვეთე, მე რაც ვიცოდი რომ ლამაზია და მე რაც მინდოდა გამომეყენებინა, ის ფრიალებს ლამაზიას ძახილით" - წერს ჩერგოლეიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system