თავში

სანზონაში მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

სანზონაში მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი
სანზონაში მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

სანზონაში მოკლულ 17 წლის ბიჭს ერთ-ერთი ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისინფორმაციით, არასრულწლოვანს კლინიკაში შეყვანისას გული გაჩერებული ჰქონდა, თუმცა, ექიმებმა რეანიმატოლოგიური დახმარება გულის ასამუშავებლად ჩაუტარეს.

"უცხო პირებმა მიიყვანეს ბავშვი, გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმ-რეანიმატოლოგები ეცადნენ გულის მუშაობა აღედგინათ, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა. როგორც ჩვენმა ექიმმა მითხრა, ჭრილობა გულის არეში ჰქონდა, დანარჩენს ექსპერტიზა გაარკვევს",- განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.

მოკლული მოზარდის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაყვანილი. 

ცნობისთვის, სან-ზონაში 17 წლის მოზარდი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სანზონაში არასრულწლოვანი ცივი იარაღით არის მოკლული და მას 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system